15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმე გახსნილია. სამართალდამცველებმა მომხდარზე ორი პირი დააკავეს. 16 წლის ახალგაზრდას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ხოლო მეორე დაკავებულს, რომელიც 17 წლის არის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ორივე მათგანი პოლიციამ თბილისში ცხელ კვალზე აიყვანა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სანზონაში, ლიახვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დანაშაული მოხდა, სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ გარდაცვლილი ამ უბნის მცხოვრები არ იყო. თვითმხილველები იხსენებენ, რომ ჯერ ხმაური გაიგეს, შემდეგ კი დაინახეს რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც გარბოდნენ. დაჭრილი მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქეებმა გადაიყვანეს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.