ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ადომლიშვილი დააკავეს. შსს--ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ ადომლიშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას და ასევე, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდებარე 711 931 კვ.მ მიწის ფართობის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აუქციონზე გატანის, მასში გამარჯვების და ქონებაზე ხელოვნურად ფასის დაკლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 50 000 ლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1g9Dk8Y
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება
ტელეკომპანია თანამგზავრი
„საია" ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებზე განცხ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
ყვარლის გამგებელი - დავით ქევხიშვილი
ტელეკომპანია თანამგზავრი
დაპირისპირება ყვარელში
ტელეკომპანია თანამგზავრი
„ნარჩენების მართვა ჯანსაღი მომავლისათვის"
ტელეკომპანია თანამგზავრი
ვასაჯაროვებ რეკომენდატორებს და რეკომენდაციების ტექსტებს!
George Tumanishvili
კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის II რეგიონალური სტუდე...
Caucasian House
აქცია ყვარელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster