ახალსოფელში მამაკაცის გარდაცვალების საქმის მასალები პროკურატურას გადაეგზავნა
ახალსოფელში 61 წლის მამაკაცის გარდაცვალების საქმის მასალები პროკურატურას გადაეგზავნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე დღეს წერილობითი განმარტება გაავრცელეს. უწყების ცნობით, მამაკაცი გარდაცვალებამდე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ალკოტესტის ჩასატარებლად შეაჩერა, რაზეც თავდაპირველად უარი განაცხადა და ტესტი საკუთარ ეზოში მანქანის დაყენების შემდეგ გაიარა. მამაკაცს არ დაუდგინა სიმთვრალე, რის შემდეგაც პოლიციის ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა. უკვე ნახევარ საათში კი, ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა აუცილებელი. გარდაცვლილის ძმა აცხადებს, რომ ის შეესწრო შემოწმების ფაქტს და სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს. მისი თქმით, ის უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე პროკურატურაში. მომხდარზე მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს უფლებამოსილება შეუჩერდათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რა გახდა ახალსოფელში 61 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი
TV IMEDI
ახალსოფელში მომხდარი შემთხვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალსოფლის მცხოვრებლების აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალსოფელში ჯილეხით მამაკაცი გარდაიცვალა
TV IMEDI
ახალსოფელში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალსოფელში ხანძრის კერებამდე გზის გაყვანის სამუშაოებში თავდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფეთქება ხელვაჩაურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალსოფელში ლურჯი მოცვის პლანტაცია შენდება
Irakli Shonia