ახალსოფლის მცხოვრებლების აქცია
გადაკეტილი იყო გვიან ღამით ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი. საპროტესტო აქცია ახალსოფელში გარდაცვლლი მამაკაცის ოჯახის ახლობლებმა გამართეს. მომხდარში ისინი სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მამაკაცი შემოწმების მიზნით გააჩერა. სამართალდამცველებს მძღოლმა უთხრა, რომ ცუდად იყო და სასწრაფოდ წამლის მიღება სჭირდებოდა, თუმცა პატრულმა ის არ გაუშვა. სწორედ ახსნა-განმარტების მომენტში მძღოლი გარდაიცვალა, - ასეთია ადგილობრივების ვერსია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმის შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალსოფელში მომხდარი შემთხვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყვარელში ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის სამინისტროს ტექნი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელი სასმელი წყლის გარეშე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვემო ქართლის გუბერნატორი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძო...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა
Maestro Television
ახალსოფლის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა
Radio Atinati
ხანძრის კერები კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster