ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი


საერთო ჯამში, დღეს 20 ინფიცირებული და 11 გამოჯანმრთელებული გვყავს. 12-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. გარდაცვლილია 81 წლის ქალი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 აპრილიდან თანმხლები დაავადებებით მკურნალობდა.

ინფიცირების 15 ფაქტი, ბოლნისს უკავშირდება, რაც შეეხება დანარჩენ ხუთ შემთხვევას - ოთხი საკარანტინო სივრციდანაა, ერთი კი იმპორტირებული შემთხვევა - საქართველოს მოქალაქე 12 მაისს რუსეთიდან ლარსის გავლით შემოვიდა. თუ დღევანდელ 15 ფაქტს არ გავითვალისწინებთ, დაავადების გავრცელების არეალი და ტემპი ბოლო პერიოდში მკვეთრად იყო შემცირებული. გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისკენ, თავყრილობებისგან თავშეკავებისკენ და პირადი ჰიგიენის წესების დაცვისკენ კვლავ მოუწოდებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან