შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 66 პირია დაკავებული, საპროტესტო აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. სულ ორი დღის განმავლობაში პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 პირია დაკავებული. აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-მდე თანამშრომელმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავდნენ მოქალაქეებიც. - ნათქვამია უწყების განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს და პროტესტის გამოხატვის ფორმებმა თანდათან უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რის გამოც, საპოლიციო ძალებმა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster