საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს ოპოზიცია უარით პასუხობს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილს ქართული ოპოზიციური სპექტრი უარით პასუხობს. საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიცია ბოიკოტს ძალაში ტოვებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. შესაბამისად, უცვლელია 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში არმონაწილეობის გადაწყვეტილება. ახლა საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ამერიკის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები. ოპოზიცია მხოლოდ ხელახალი ან ვადამდელი არჩევნების საკითხს განიხილავს და ეს მაშინ, როცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ბოიკოტი უკვე ნანახი ფილმის ყურებაა და მისი მოწოდებაა, ოპოზიციური პარტიები შევიდნენ პარლამენტში და საარჩევნო ცვლილებებისთვის ინსტიტუტების მეშვეობით იმუშაონ. ოპოზიციას პოლიტიკური ჩიხის დაძლევისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებმაც. ხელისუფლების ოპონენტებს, ამომრჩევლის ნების პატივისცემის მნიშვნელობა შეახსენა ევროდეპუტატმა მარინა კალიურანდიმ, თუმცა უშედეგოდ. ოპოზიცია ისევ ხელახალ არჩევნებს ითხოვს, გაყალბებაზე საუბრობს და შექმნილ ვითარებაში კომპრომისს მმართველი გუნდისგან ელოდება. დღის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტიები ევროკავშირის ელჩს ცალკ-ცალკე შეხვდებიან. შეხვედრას, სავარაუდოდ, კელი დეგნანიც დაესწრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურის მიმართვა მელიას და ოპოზიციის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 – ექსკლუზიური ინტერვიუ ეუთოს...
აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მიმართვა ოპოზიციას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 თავდასხმა ფასილიტატორ ელჩებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატები არ გაუუქმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია მოლაპარაკებებს წყვეტს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო რეფორმა და მოსამართლეების შერჩევის სადავო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster