პარლამენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატები არ გაუუქმა
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ფორმალურად პარლამენტში რჩება. რამდენიმედღიანი შიდა კონსულტაციების შემდეგ, მმართველმა გუნდმა 51 ოპონენტს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუნარჩუნა. მანდატების გაუქმების გადაწყვეტილებისგან თავის შეკავება დღეს რამდენიმე ფაქტორით ახსნეს - დასახელდა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, პრეზიდენტის მიმართვა და კიდევ ერთი შანსის მიცემა ოპოზიციისთვის, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ. თუ ჯერ კიდევ დეკემბერში „ქართული ოცნების“ ლიდერები შესაბამისი განცხადებების მიღებისთანავე მათ დაკმაყოფილებას აანონსებდნენ, უკვე მოგვიანებით ამ საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობას არ მალავდნენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ახლა საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა ელჩების მედიაციით დიალოგის პროცესი, თუმცა ზურა ჯაფარიძის დღევანდელი განცხადების ფონზე, მხარეებს შორის შეთანხმების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მანდატების გაუქმების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - ორი კრიზისი ერთდროულად - პოლიტიკური ჩიხი და...
მოლაპარაკებების პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კარლ ჰარცელის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გახარია ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერებაზე
region kvira
მანდატების გაუქმების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster