26-29 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი, რომელიც წელს პროექტის - „Check in Georgia“ ფარგლებში გაიმართა, მრავალფეროვნებითა და მონაწილე საგამომცემლო სახლების, ავტორების, გამავრცელებლების, საელჩოების, უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების სიმრავლით გამოირჩეოდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში, ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი განხორციელდა და საქართველოში არსებულ ყველა რეგიონულ ცენტრალურ ბიბლიოთეკას 500 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადაეცა. თბილისის წიგნის ფესტივალის პერიოდში ბიბლიოთეკარებს საშუალება მიეცათ შეევსოთ წიგნადი ფონდი ახალი და მრავალფეროვანი წიგნებით.
პირველად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლებთან, წიგნის გამავრცელებლებთან და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან ერთად, წარმოდგენილი იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის საავტორო სტენდი.
http://culture.gov.ge/