დაკავება ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის

16.02.2020 00:44

ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, 23 წლის გოგონას, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მოხდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ  მამაკაცმა ყოფილი მეუღლე შვილის, ცოლის დის და სიდედრის თვალწინ მოკლა. გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სიდედრის ცემის ფაქტზე, 6 თვით თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა. ის ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 13-დან  17 წლამდე  პატიმრობას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დაკავება მუქარის ფაქტზე
00:43

დაკავება მუქარის ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით

დაკავება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით
00:25

დაკავება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება
03:26

ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს ყოფილი თანამშრომლების დაკავება
01:09

შსს ყოფილი თანამშრომლების დაკავება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავება - შეფასებები
10:48

დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავება - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის დაკავება
01:26

სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის დაკავება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება და პროტესტი პოლონეთში
05:05

ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება და პროტესტი პოლონეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო