სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან

09.09.2020 01:04

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. თეა ახვლედიანი ქართული საგუშაგოს წარმომადგენლებს შეხვდა და ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას გაეცნო, ეწვია ფახულანი-საბერიოს ე.წ. გადასასვლელსაც და განმუხური-ფიჩორის გამყოფ ხაზს.

მინისტრი მიმდებარე სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა. მისი თქმით, ჰუმანიტარული მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani