აქციის მონაწილეების სლოგანი - შეფასებები

21.04.2024 01:47

დედაქალაქში ახალი პლაკატები გამოჩნდა - „მამული, ენა, სარწმუნოება! ღირსებით ევროპისკენ“.  პლაკატები საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი ერთგვარად პასუხია. საუბარია მოძრაობა „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებმა ფიცის დადების დროს სიტყვა „სარწმუნოება“ „ერთობით“ შეცვალეს. საპროტესტო აქციის მონაწილეების ეს სლოგანი პოლიტიკური შეფასებების თემა უკვე გახდა. უმრავლესობის ლიდერები საპროტესტო აქციებზე გაჟღერებულ სლოგანებს „ანტიეროვნულს, ანტისახელმწიფოებრივსა და ანტიქართულ კამპანიას“ უწოდებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: