კორონავირუსის სტატისტიკა და გავრცელების არეალი

17.03.2020 01:25

მსოფლიო მასშტაბით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 14 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში, „კოვიდ-19“-ს მსოფლიო მასშტაბით 862 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 182 407-ს მიაღწია, რომელთა ნახევარზე მეტი, 86 434 კონტინენტური ჩინეთის ფარგლებს გარეთაა რეგისტრირებული. საერთო ჯამში, ვირუსს 7 154 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან კი 79 433 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ახალი ტიპის კორონავირუსი 141 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. რაც შეეხება რეგიონს, თურქეთში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ 47 ადამიანია ინფიცირებული. ახალი შემთხვევები უცხოეთის, კერძოდ აშშ-ის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის კონტაქტებს უკავშირდება. სამი ადამიანი კი, საუდის არაბეთიდან დაბრუნდა.

სომხეთში კორონავირუსით 52 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, 20-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა. აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსი 25 ადამიანს აქვს დადასტურებული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania