ფშაველი - ომალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

16.05.2014 01:44

ფშაველი - ომალოს საავტომობილო გზის 8 კილომეტრიან მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტი დღეს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შოილაშვილმა მოინახულა. ამ დროისთვის, დასრულებულია საავტომობილო გზის ერთი ნაწილი, რის შემდეგაც ფშაველი-ომალოს მონაკვეთზე გზის ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, ეს პრეოქტი თუშეთში მიმავალი ტურისტებისთის მგზავრობას კომფორტულს გახდის. აღნიშნული პროექტისთვის სახლემწიფო ბიუჯეტიდან 3 663 117 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ახმეტის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის პროექტებზე წელს სულ 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1lwOpQx

გაზიარება: