„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა

01.12.2025 01:31

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ დამფუძნებელ ყრილობაზე დაამტკიცა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდება, ასევე აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელი და სხვა სტრუქტურული ერთეულები. პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან: ვახტანგ შაქარიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და ბიძინა გიორგობიანი. აღმასრულებელ მდივნად - ვახტანგ შაქარიშვილი. სარევიზიო კომისიის წევრებად - ნიკოლოზ ზედგინიძე, თორნიკე ზედელაშვილი და ხათუნა ხუნდაძე. ითქვა, რომ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიზნებია: საზოგადოებაში ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების დაცვა; ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის მოპოვება და შენარჩუნება; ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა; დამოუკიდებლობის განმტკიცება; ქვეყნის ეკონომიური, სოციალური და კულტურული განვითარება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: