№3 თავისუფალი ტრიბუნა - ჩვენ უნდა შევქმნათ ეროვნული კანონმდებლობა!

05/26/2021

00:05 ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს ბატონ ერეკლე საღლიანს ჩვენი ორგანიზაციის სახელით ვულოცავთ დაბადების დღეს!
01:00 რა ხდება ჩვენს თავს? - ჩვენს თავს ხდება ის, რაც ხდება ყველას თავს. ანუ ეს არის ჭირი, რომელიც დედამიწას მოეძალა! ეს არის ჭირი, რომელმაც უკვე ადამიანს ადამიანის სახე დააკარგვინა!
01:45 მოხდა რა? - კაცობრიობამ არჩია ,,განვითარების\" არასწორი გზა. ანუ ადამიანი მოწყდა სიღრმისეულ მოვლენებს.
04:00 როდესაც შენ უკვე უგულველყოფ დედამიწის რომელიმე მხარეში ჩადენილ უსამართლობას, ხვალ და ზეგ ეს თვითონ დაგატყდება თავს!
05:30 აი ამ დროს პოლიტიკა, რომელიც ვაიპოლიტიკა უფროა, ისე აგიბამს თვალებს უმთავრესი უბედურების მიზეზი მიივიწყო, ამის შედეგს ყოველთვის მივიღებთ ჩვენ!
12:20 სულ სხვა იყო ჩვენი წყობა! შემდგომ ქრისტიანობა! მივაქციოთ ყურადღება! - ქართველ ებრაელებს მაცხოვრის ჯვარცმაში მონაწილეობა არ მიუღიათ!
22:00 რა მოხდა სულ ახლახანს ქვემო ქართლში, დმანისში?
23:00 კავკასია მარტო დიდი სულიერი წერტილი კი არ არის დედამიწაზე, არამედ თავისი სტრტეგიული მნიშვნელობის დიდი პოლიტიკური კერაა!
27:30 ჩვენ დღეს იმიტომ ვართ ამ დღეში, რომ ჩვენი ქვეყანა იმართება სხვის თარგზე მოჭრილი კანონებით!
28:00 ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა!
31:00 ვერ შეიქმნა ერთიანი სამეტყველო ენა, რომელიც იქნებოდა საერთო ენა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის!
32:00 სიყვარულით შემოვიყვანთ ქართულ სულიერ სივრცეში საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ეროვნების ჩვენ მოქალაქეს! ერთადერთი ურთიერთობის გზა რაც დაგვრჩენია არის ის, რომ: აღდგეს ნდობა, აღდგეს ის ჩანგრეული ხიდები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი გონიერებით რომ არ დაგვინგრევია!
38:00 ვიცოდეთ ერთი რამ: ჩვენ მაგალითად, ბალზაკის დიდ შემოქმედებას რომ ვეცნობით, გვიყვარდება ის ქვეყანა, სადაც მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა! ასევე ელოდება კაცობრიობა ჩვენგან, ქართველებისგან ჩვენივე თვითმყოფადი კულტურით გავამდიდროთ საკაცობრიო აზროვნება!

განვაგრძობთ გადაცემათა ციკლს თავისუფალი ტრიბუნა.

რედაქცია ხელმძღვანელობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპით, ამასთან კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქსენოფობიის და ძალმომრეობის ყოველგვარ გამოვლინებას. რესპოდენტთა აზრი ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციის აზრს.

ვიდეო გადაღებულია და ჩაწერილია 2021 წლის, 22 მაისს, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

ჩვენ უნდა შევქმნათ ეროვნული კანონმდებლობა!

ვიდეო-ინტერვიუ მესამე

გადაცემის სტუმარია, საქართველოს სახალხო პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძისა და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი: ერეკლე საღლიანი.

წამყვანი, პ.გ. \"მძლეველი-ახალი სიტყვის\" ორგანიზაციის თავმჯდომარე: გიორგი-ლაშა ლომიძე

(გაგრძელება იქნება)