სტიპენდიები აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის ილიაუნიში
24 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და გაიმართება ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია. პროგრამა გულისხმობს სასტიპენდიო ვაუჩერის დაწესებას იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებზე გააგრძელებენ კომპიუტერულ და ელექტრულ ინჟინერიაში. აღნიშნული საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის მოცულობა 2015 წლისთვის 20 000 ლარია, რაც გულისხმობს ერთჯერადად ათი 2000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერის (გადასახადების ჩათვლით) გაცემას. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაციას, რომელსაც გაუძღვება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის დეკანი, კენ უოლში; ასევე, დაათვალიერონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია (გეიმლაბი). ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დრო: 24 ივლისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) http://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/...
Ilia State University-ის სხვა ვიდეოები
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ,,ილია – მამა"
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ნიზამი განჯევ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ვაჟა-ფშაველა -...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ”ფაუსტი”- მეორ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ვაჟა-ფშაველას...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ერთი პოეტის ო...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „კიდევ ერთხელ...
მსგავსი ვიდეოები
სტიპენდიები ნინოწმინდელი სტუდენტებისთვის ახალგაზრდებმა მუნ...
SJMC
სტიპენდიები წარმატებული სტუდენტებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელოვნებო სტიპენდიები - იბერია - 3.06.2016
sophie kartsivadze
#ახალიდღე სტიპენდიები უცხოეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასწავლო სტიპენდიები ჩინეთში
Kvara
TAV Georgia-ს სტიპენდიები სტუდენტებს
Business Media Georgia
თათია დოლიძე: სასწავლო სტიპენდიები (ვირტუალური აკადემია)
Tatia Dolidze
Erasmus+ და DAAD სტიპენდიები | ჩემი გამოცდილება
Lasha Gogolashvili