ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ღირსების რევოლუციის დაწყების 10 წლისთავის აღსანიშნავად კიევში ჩავიდა. კიევში ასევე იმყოფება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. მან უკრაინის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად, პატივი მიაგო ღირსების რევოლუციის დროს დაღუპულთა ხსოვნას. როგორც სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა, მას კიევში დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსიკისთან და შარლ მიშელთან. ამასთან, დილით უკრაინის დედაქალაქს გერმანიის თავდაცვის მინისტრიც ეწვია. გერმანიის თავდაცვის უწყების ცნობით, ვიზიტი არის უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერის დადასტურება. 21 ნოემბერი უკრაინაში ღირსებისა და თავისუფლების დღედ არის გამოცხადებული. 2013 წლის ამ დღეს ევრომაიდნის სახელით ცნობილი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შარლ მიშელი კიევში ჩავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელი კიევში ჩავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელი კიევში - „მოამბე“ უკრაინის დედაქალაქიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპული საბჭოსა და მოლდოვის პრეზიდენტები კიევში ჩავიდნენ
Euronews Georgia
თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ელოდებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის და შარლ მიშელის ერთობლივი წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster