ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა

15.07.2019 03:19

ლოკარნოს პრესტიჟულ კინოფორუმზე ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება. გიორგი ვარსიმაშვილის მოკლემეტრაჟიანი სურათი „არჩევანი“ 15 ნოველისგან შემდგარი ერთი საერთო ნამუშევრის ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის 15-მა რეჟისორმა გადაიღო.

ახალგაზრდა კინორეჟისორების საერთო ნამუშევარს ლეგენდარული უნგრელი რეჟისორის, ბელა ტარის რჩეულ კინორეჟისორთა სექციაში აჩვენებენ.

ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ ევროპულ კინოფორუმზე კონომოყვარულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფილმს აგვისტოში იხილავენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania