აქცია საწვავის ფასის ზრდის გამო

28.02.2021 02:01

საპროტესტო აქცია გაიმართა რუსთავში. ადგილობრივმა მოსახლეობამ საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტა. მათ ჯერ სიგნალებით მსვლელობა მოაწყვეს, მოგვიანებით კი, რუსთავ-თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ადგილზე ქვემო ქართლის გუბერნატორი მივიდა და მათ მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: