თელავის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. თვითმმართველობის არჩევნებზე ამ თანამდებობის დასაკავებლად პარტია „თავისუფალი საქართველოს\" წარმომადგენელი და ძველი თელავის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებული, გიორგი მოსიაშვილი იბრძოლებს. რაც შეეხება გამგებლის თანამდებობას, ამ პოსტზე პრეტენზია უკვე გამოთქვა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს\" თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ჯემალ ბაღათრიშვილმა. ორივე კანდიდატს მუნიციპალიტეტის და ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მერობის კანდიდატად კენჭს იყრის თელავის მოქმედი გამგებელი, გივი მეტრეველიც, თუმცა მან ამ საკითხე კომენტარისგან თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიმართება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1hwF6BO
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1hwF6BO