„კოვიდ 19“ - ვითარება მარნეულის საკარანტინო ზონაში


მარნეულში დღეს „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული თავდაპირველად სახლში მკურნალობდა, მოგვიანებით კი მუნიციპალიტეტში მდებარე კლინიკას თავად მიმართა. წინასწარი ინფორმაციით, ის მარნეულში დღემდე გამოვლენილ კლასტერთან კავშირში არ არის.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, ქალს 13 მარტიდან აზერბაიჯანიდან საზღვრის კვეთა უფიქსირდება. ინფიცირებული უკვე გადმოიყვანეს თბილისში. შუა ხნის ქალის კონტაქტების კვლევა ახლაც მიმდინარეობს.

ლიკა ალელიშვილი მოგვაწვდის ბოლო მონაცემებს მარნეულიდან, რომელიც მესამე კვირაა, ჩაკეტილია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან