ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - საყდრისქედის კანკელი


XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ერთნავიანი ე.წ. საყდრისქედის ეკლესია დმანისის ნაქალაქარის გარეუბანში მდებარეობს და იგი უშუალოდ დმანისის მმართველი ელიტის მოღვაწეობას უკავშირდება. ეკლესიის არქეოლოგიურ გათხრებისას აღმოჩენილი წარწერები უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის ქალაქის მოსახლეობის მაღალი სოციალური წრის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ეთნიკურ-კონფესიური სურათის, ქალაქის მმართველობის შესახებ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი საუცხოო ჩუქურთმებით შემკული ტუფის ქვის კანკელი, რომელიც ამჟამად გამოფენილია ახლადგახსნილი ბოლნისის მუზეუმის შუა საუკუნეების ექსპოზიციაზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან