სოფელ კალინინოსა და ჯანდარაში საბავშვო ბაღები გაიხსნა


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადაგენლებთან ერთად, სოფელ კალინინოსა და ჯანდარაში საბავშვო ბაღები გახსნეს.

აღნიშნულ სოფლებში სააღმზრდელო დაწესებულებები არასოდეს ყოფილა. ახალი შესაძლებლობის ფარგლებში ადგილზე სკოლამდელ განათლებას 100-ზე მეტი ბავშვი მიიღებს და დასაქმდება 30-მდე ადგილობრივი.

ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 546 000 ლარი გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლოს, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი და დასახლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულებებით იქნება უზრუნველყოფილი.
#ქვემოქართლისრეგიონი2019
#ახალიბაღები2019
#გარდაბნისმუნიციპალიტეტი2019
#სახელმწიფორწმუნებული2019
#შოთარეხვიაშვილი2019

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან