თბილისის მერიის განცხადება


ე.წ. ბასლაინებში კერძო მანქანით მოძრაობა ისევ ნებადართულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებამდე, მძღოლები ე.წ. ბასლაინებში გადაადგილების შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან. პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მათ მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ.

გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე იღებს. შესაბამისად, ტრანსპორტი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ამოქმედდება, – აცხადებენ დედაქალაქის მთავრობაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან