ტაბაწყური ორმაგ იზოლაციაში


#ტაბაწყური #პანდემია #ფილმი

მოქმედება ვითარდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან სოფელ ტაბაწყურში. სოფელი ეთნიკური სომხებით არის დასახლებული. იქ მკაცრი კლიმატია. ადგილობრივები ბორჯომს ახალქალაქის და ახალციხის გავლით, შემოვლითი გზით უკავშირდებიან. სოციალური სიდუხჭირე, დასაქმების პრობლემა, პანდემიის გამო ჩაკეტილ სოფელში უმუშევრად დარჩენილი ახალგაზრდები და ექთნის იმედად მყოფი სოფლის მოსახლეობა პანდემიის პირობებში, - ტაბაწყურის ტბის პირას გაშენებულ სოფლის რეალობაზე. მოგვითხრობენ ჩვენი ფილმის გმირები.

ფილმის მიზანია, მაყურებელს დაანახოს, რა გავლენა იქონია კორონავირუსის გავრცელებამ მთაში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებსაც, თითქოს, ვერ უნდა მიწვდენოდა, რა გამოწვევები შექმნა პანდემიამ სოფელში და რა გამოსავალს ხედავენ ადგილობრივები.

პირდაპირ თუ ირიბად, პანდემია თითოეულ ოჯახს შეეხო, თუმცატაბაწყურელებმა ხელისუფლებისგან ელემენტარული ყურადღებაც ვერ მიიღეს.

ვიდეოები „ტელეკომპანია ბორჯომი"-ისგან