იცით, არ ვარ დიდი სიმპატიით განწყობილი თქვენი პარტიის მიმართ, - დიანა ტრაპაიძის მიმართვა ნიკა მელიას
12/11/2020
MULTIMEDIA GE-ის
მიერ
მე, როგორც ერთი მოქალაქე, დაინტერესებული ვარ, რომ არ შემრჩეს ეს ერთპარტიული პარლამენტი, ძალიან მინდა, პოლიტიკურ პარტიებს შორის იყოს შეთანხმება. მართლა, ძალიან ღიად ვამბობ, მე სულ ვიკავებ თავს ღია პოზიციონირებისგან იმიტომ, რომ მინდა ობიექტური ვიყო ამ პროცესების მიმართ, იცით რომ არ ვარ თქვენი პარტიის მიმართ დიდი სიმპატიით განწყობილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტს, ნაციონალური მოძრაობის გარეშე ფასი არ ექნება, რადგან ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს \"- ასე მიმართა დიანა ტრაპაიძემ \"ნაციონალური მოძრაობის\" ლიდერ ნიკა მელიას, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით არსებული ვითარების შეფასებისას.
მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA.GE - მულტიმედია
მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA.GE - მულტიმედია