Katsia

10/02/2021
Katsia-ის მიერ

ყველაფერი მოჩვენებითი იყო გაქცევამდე, გაქცევამდე სიმშვიდეც მეჩვენებოდა და სიმართლის საძებრად წასულმა, გავაცნობიერე რომ ბოროტება სულაც არ მეჩვენებოდა. დიახ სიმართლის და თავისუფლების საპოვნელად, რომელიც წესით ყოველ წამს უნდა ჩამესუნთქა და დიდი შვებით ამომესუნთქა, მაგრამ ამაოდ... გაქცევამდე დამიჭირეს, მცემეს, დამამცირეს, მაშიმშილეს, იმედი მომიკლეს,რწმენა შემირყიეს, გამძარცვეს, მომიძულეს მაგრამ ამაყად ვიდექი, წაქცევამდეც და წაქცეულსაც არ დამიკარგავს სიამაყე და ზნეობა არცერთ წამს, არცა გაქცევამდე და დაქცევამდეც არ დამიხუჭავს თვალები და არც გაქცევის მერე მიმუნჯდება ენა. გაქცევა მარცხად არ აღიქვათ, მარტო გამარჯვებულს როდი ერგო ჯილდო მედლად, მე გაქცევით ადამიანად დავრჩი და ასე ვიდგები მედგრად…
აბა ხომ არ გავიყიდებოდი??? არადა გულუხვი ვარ და ჩემი წილი სამშობლო გაქცევამდეც და მერეც უანგაროდ გიწილადეთ, რადგან მაგ სიბოროტეში ვერასდროს ვიპოვე ნათელი წერტილი და რაც დაგიტოვეთ თქვენ იცით კიდე ას ნაწილად “იწილადეთ”
მე ჩემ თავს მოვუგე ომი!!! ზუსტად მაშინ როცა ვირწმუნე “სილამაზის” მოჩვენებითობის…
ბოროტის სილამაზის არ მწამს, არც იმ მთის სიდიადის ყოველ დღე რომ მიწას უთხრი და თავზე ზვავად არ გაწვება, არც თქვენი ადამიანობის მწამს. თითქოს მიიღეთ სიმშვიდე რომელიც გიწილადეთ მაგრამ მაინც გამაგდეთ “სახლიდან” რომელიც მიყვარდა…
მე ხო თავად ვარ სამსარა და ვიხეტიალებ “სულიდან სულში” სიმშვიდის საპოვნელად და არცერთი “სულით” უკან დაბრუნება არ იქნება… “მხოლოდ ახალგაზრდა სულს შეუძლია მძიმე მომენტში ნაბიჯის წინ გადადგმა” და ამიტომაც უკან დაბრუნება არ იქნება “მაგ საქმიდან არაფერი გამოვა”
მე წავედი და წავედი სუფთა… არა გაყიდული წავედი, არა დამარცხებული წავედი, მხოლოდ ორი პერანგით,გონებაში უამრავი ფიქრით, უსაზღვრო სიმშვიდით და არგანაგონი სიყვარულით სავსე წავედი ახალი სამყაროს გასაცნობად…
დღეს კი სანამ ხმებს დაითვლით, სანამ რამეს იზეიმებთ მილიონი მხარე, ერთი წამით დაფიქრდით რამდენი ჩემნაერი გააგდეთ,მიაგდეთ, დააგდეთ და გადაუარეთ, რამდენი და რამდენჯერ…
სულის სიმშვიდის და თავისუფლებისთვის გისურვებთ ჩემსავით სწრაფად გაქცევას, დიდია გზა, საინტერესო და ის არ იწყება ასეულ კილომეტრში და არც მთავრდება. თქვენ წილ მშვიდ სამყაროს თუ იპოვნით იქ აუცილებლად შევხვდებით ❤ ❤ ❤
P.S შენი სახლი და სამშობლო იქაა, სადაც სიმშვიდე და სიყვარულია ❤ ❤ ❤



My music, is created as a result of all the stories that have passed through my mind. This is how I create a genre of music, be it hip-hop, ambient, electronic, soundtrack ... Most of my music is based on calmness, emotions, feelings
#polish #poland #Częstochowa