პრეზიდენტის უარი გიორგი რურუას
საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს, რომ გიორგი რურუა შეიწყალოს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის არ გაიმეორებს იმას, რაც 3 თვის წინ მოხდა, როდესაც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა დასძინა, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალება მისთვის მძიმე საკითხი იყო და საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც მიუღებელი, ამიტომ ის იმავე შეცდომას არ გაიმეორებს. "დღეს მე ამას არ გავიმეორებ, მე ამ პიროვნებას (გიორგი რურუას) არ შევიწყალებ. ჩემზე უფრო კარგად, ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე ისიც იცის საზოგადოებამ, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძნელად გასაგები ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი. ეს ადამიანები, მათი პრეტენზიის მიუხედავად იყვნენ, არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები და შევიწყალე დამნაშავეები. არც მაშინ და არც ახლა, ქვეყანაში არ არიან პოლიტიკური პატიმრები, თუმცა ეს ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე ქვეყნის ინტესებიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე. ჩავთვალე, რომ ეს გზას გაუხსნიდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევმო კოდექსის რეფორმას, ანუ იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც, არც არჩევნები სურთ და არც ქვეყნის წარმატება."- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალებაზე უარი თქვა
Formula News
არსებობს ჭორი, რომ პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალებაზე უარ...
Girchi • გირჩი
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში
Giorgi Margvelashvili
უარი კალანდარიშვილის კანდიდატურას - პრეზიდენტის განმარტება
TV IMEDI
გამოხმაურება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების ხელმოწერა ზურაბიშვილის ქარტიაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების ხელმოწერა ზურაბიშვილის ქარტიაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster