ოპოზიციური პარტიების ხელმოწერა ზურაბიშვილის ქარტიაზე
06/04/2024
პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ქართულ ქარტიას 17 პოლიტიკური პარტია და ხუთი დამოუკიდებელი სუბიექტი შეუერთდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“,„ახალი“, „ევროპული საქართველო“ და სხვები თანხმდებიან, რომ მათთვის ახლა ერთობის დროა, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ერთობა ერთიანობას და საერთო საპარლამენტო სიას არ გულისხმობს. ქარტიის ხელმოწერაზე უარი თქვა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩმა“. გირჩის ლიდერები ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის არგუმენტაცია სუსტია და დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს. გიორგი გახარიას პარტია კი რიგგარეშე არჩევნების იდეას 26 ოქტომბრის მნიშვნელობის დაზიანებად აღიქვამს და აცხადებენ, რომ დროებითი მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ ქარტიას „ქართულ ოცნებაში“ „ომის ქარტიას“ უწოდებენ. მმართველი გუნდი პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს პოლიტიკურად არასერიოზულად მიიჩნევს, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ამომრჩევლისთვის კარგი შესაძლებლობა იქნებაობიექტურად და მარტივად გააკეთოს არჩევანი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.