ლაგოდეხი-გურჯაანის საავტომობილო გზა წყლით არის დატბორილი
ლაგოდეხი-გურჯაანის საავტომობილო გზა ჯერ ისევ წყლით არის დატბორილი. იქ, სადაც მანქანების სავალი ნაწილია, მდინარე ალაზანი მოედინება. წყლის დონემ შედარებით იკლო, თუმცა ვითარება ადგილზე მაინც რთულია. უხვი ნალექის გამო მოვარდნილმა წყალმა, რამდენიმე დღის წინ დატბორილ ვენახებსა და ბაღებს კიდევ ერთხელ გადაუარა. მოსახლეობა აცხადებს, რომ წელს მოსავლის გარეშე დარჩებიან, მიწის დასამუშავებლად კი თანხა კრედიტით აქვთ აღებული. ადგილობრივები ხელისუფლებას დავალიანებების გადავადებასა და ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. ძლიერმა სეტყვამ დედოფლისწყარო და მუნიციპალიტეტის სოფლები - მაჩხაანი, არბოშიკი და სამრეკლოც დააზარალა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სალიკვიდაციო სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტებში არსებული ტექნიკა. კახეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, კომენტარები გააკეთეს პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კახეთში ზარალს ითვლიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა უკვე ნებადა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
39
კახეთში სტიქიას ებრძვიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 10 საათზე, 6 მაისი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
რატომ არ აკეთებენ ლაგოდეხი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზას?
telekompania gurjaani
ძლიერი ქარი კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster