"ოცნებას" არჩევნებმდეც აღარ ვახსენდებით - 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილები კოდაში
09/16/2021
netgazeti ge-ის
მიერ
--
500-მდე დევნილი ოჯახი, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში სპეციალურად მათთვის გამოყოფილ დასახლებაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხოვრობენ, წყლის გარეშე არიან დარჩენილები.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დასახლებას წყლის პრობლემა წლების განმავლობაში ჰქონდა, თუმცა, უკანანსკნელი ერთი თვეა სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.
\"რაღაც საქაჩი მატორის პრობლემააო, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ, არავინაა პატრონი. წინა ხელისუფლების დროს, არჩევნებამდე მოდიოდნენ მაინც, გვეკითხებოდნენ, რა გვჭირდებოდა, ახლა ესეც არ ხდება\", - გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები.
წყლის დეფიციტი განსაკუთრებით დევნილი ქალების შრომაზე აისახება.
\"მე არ მყავს მანქანა, რომ წავიდე რომელიმე სხვა სოფელში და იქიდან მოვიტანო წყალი. ჩემი ქმარი მძიმე ავადმყოფია, იმ დღეს გასაპნილი დამრჩა ბანაობისას, კიდევ კარგი ბოთლებში მქონდა ცოტა შეგროვებული და გადავავლე\", - გვეუბნება პენსიონერი დევნილი ქალი.
იმის მიუხედავად, რონ წყლის პრობლემა ყველა ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, დევნილები საჯაროდ პრობლემაზე საუბარს, მითუმეტეს ხელისუფლების დადანაშაულებას ერიდებიან. უმრავლესობის არგუმენტი ის არის, რომ შიშობენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ რომელიმე ოჯახს წევრს, \"პრობლემა არ შეუქმნან\".
საქართველო, ნეტგაზეთი, 995 032 2960830
[email protected] | [email protected]
http://netgazeti.ge | http://batumelebi.ge
/ @netgazeti
/ netgazeti
http://netgazeti.ge/feed/