დაპირისპირება გორის მუნიციპალიტეტში
ხმაური იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში. მიწის დასამუშავებლად მისულ ტექნიკას ადგილობრივებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ფართობს წლებია, საძოვრად იყენებენ და პირველად ჯერ კიდევ 2009 წელს მიწა ინდოეთის მოქალაქეებზე გასხვისდა. ადგილობრივებმა მათ მიწის დამუშავების უფლება მაშინაც არ მისცეს. აღნიშნული ფართობის ნაწილი კერძო პირმა რამდენიმე თვის წინ გამოისყიდა, დღეს კი მიწის დამუშავება უნდა დაეწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ფართობის მფლობელი ადგილობრივებს დასაქმების გარდა, სოფლის საკუთრებაში ტრაქტორის გადაცემასაც სთავაზობს, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ საძოვრის გარეშე ვერ იქნებიან და მთავრობას დახმარებას სთხოვენ. ადგილობრივების პროტესტის ფონზე, ადგილზე სამუშაოები შეაჩერეს. ზეღდულეთში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათ განაცხადეს, რომ მოსახლეობის პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ და თუ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს უკანონოდ გასხვისდა სოფლის საძოვრები, დამნაშავემ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხმაური და დაპირისპირება გორის მუნიციპალიტეტში 24.11.2021
Tv Dia
#არჩევნები2021 ვითარება გორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ახალუბანში
Trialeti TV
აქცია სოფელ ზეღდულეთთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ქარელის მუნიციპალიტეტში (ვიდეო)
Tv Dia
აქცია სოფელ ზეღდულეთთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია სოფელ სვენეთთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გორის საკრებულოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster