ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერა მზარდია


ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერა მზარდია. USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამამ საქართველოსთან თანამშრომლობით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა და 81%-ს მიაღწია. ევროკავშირისგან განსხვავებით, 2023 წლის იანვარში NATO-ში წევრობის მომხრეთა რიცხვი 2021 წლის ნოემბრის მონაცემთან შედარებით შემცირებული იყო. კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე პრიორიტეტული პოლარიზაციის დასრულება 26 პროცენტმა დაასახელა. სამართლიანი არჩევნების 14%, და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა 8%-მა.

თუმცა, მოქალაქეთა 43% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად და მხოლოდ 23%-ს სჯერა რომ ხელისუფლება 12 პუნქტის შესასრულებლად საჭირო რეფორმებს გაატარებს. კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე პერიოდში, პირისპირ გამოიკითხა 2,757 რესპონდენტი, გამოკითხვა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: პლუს-მინუს 2.4%. დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან