USAID-ის პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პრეზენტაცია ზუგდიდში

16.12.2022 02:55

"ათინათის" ორგანიზებით USAID-ის პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პრეზენტაცია გაიმართა.
ნიკოსეულ სასახლეში შეკრებილებმა ახალგაზრდული მიმართულების განვითარებაზე ისაუბრეს.

ამასთან ხაზი გაესვა "ათინათის" ახალგაზრდულ ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი, რომელშიც ზუგდიდის მასშტაბით 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები იქნებიან გაერთიანებული.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაღრმავებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში იგეგმება შემდეგი ძირითადი მიმართულებების გამოყოფა:

· ახალგაზრდული ცენტრის ეკონომიკური ინტეგრაცია;

· საკვანძო კომპეტენციებისა და სასიცოცხლო უნარების განვითარება;

· ტოლერანტობის, ინკლუზიურობისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა;

· ამერიკული და დასავლური განათლების შესახებ ინფორმირება.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

რადიო "ათინათი"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / radioatinati.ge  
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება:
Compania