Nikoloz Narimanidze - Sonata For 7-String Guitar / Khorumi [1976] (Vinyl Rip)
10/08/2018
Lasha Gabunia-ის
მიერ
Playlist:
Sonata For 7-String Guitar
01-Andantino 00:00
02-Largo 07:03
03-Rondo 10:46
04-Khorumi (Georgian Dance) 15:37
Boris Okunev – 7-string guitar
© 1976, „მელოდია“
Vinyl rip by – ERM0NIA
ქართველი კომპოზიტორი ნიკოლოზ ვასილის ძე ნარიმანიძე დაიბადა 1905 წლის 6 იანვარს, თბილისში. 1927–1929 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პედაგოგი: ს. ვ. ბარხუდარიანი (კომპოზიცია).1937 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია, პედაგოდოგები: მ. გნესინი, რ. გლიერი, ნ. მიასკოვსკი (კომპოზიცია).
შემოქმედებითი მოღვაწეობა ნიკოლოზ ნარიმანიძემ თბილისში დაიწყო. 1927–1929 წლებში იგი დირიჟორობდა სიმფონიურ ორკესტრს გ. პლეხანოვის სახელობის კლუბში. მოსკოვში გადასვლის შემდეგ, 1937–1965 წლებში იყო გამომცემლობა Музгиз-ის ფოლკლორული რედაქციის მთავარი რადაქტორი; 1943–1945 წწ. – სრულიად რუსეთის საგასტროლო-საკონცერტო გაერთიანების მუსიკალური კონსულტანტი; 1945–1948 წწ. – სსრკ-ის კინემატოგრაფიის სამინისტროს მუსიკალური განყოფილების რედაქტორი; 1949–1965 წწ. – გამომცემლობა Музыка-ს რედაქტორი.
კინოში ნიკოლოზ ნარიმანიძე 1939 წლიდან მოღვაწეობდა. დაწერილი აქვს მუსიკა დოკუმენტური ფილმებისთვის: „სამარყანდი“ (1939); „ბუხარა“ (1940); „სიახლე სოფელში“ (1941); „შემოდგომა საქართველოში“ (1946) და სხვ.
კომპოზიტორს შექმნილი აქვს: ოპერა „გამზრდელი“ (1939); მუსიკალური კომედია „გულითადი საუბარი“(1955); სამი სიმფონია; ორატორია – „გაცილება საბჭოთა არმიაში“ (1943, ორი სოლისტისათვის, გუნდისა და ორკესტრისათვის); საორკესტრო სიუიტები: „ქართული საცეკვაო“ (1951), „დღე ქართულ კოლმეურნეობაში“ (1951), „საქართველოს სიმფონიური სურათები“(1955), „აფხაზური პოემა ორი ძმა“ (1957); კაპრიჩიო „მშობლიური სიმღერები“ (1952); სიმფონიური ლეგენდა „ორი ძმა“ (1968); ფანტაზიები სიმფონიური ორკესტრისათვის, ექვსი კამერულ–ინსტრუმენტალური სიმებიანი კვარტეტი, ინსტრუმენტული პიესები, გუნდები, სიმღერები, რომანსები, ხალხური სიმღერების გადამუშავებები, მუსიკა კინოფილმებისათვის.
1958 წელს ნიკოლოზ ნარიმანიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. იგი მოსკოვში 1975 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა.