სეზონური ვირუსების შემთხვევები - სპეციალისტების შეფასებები


სეზონური ვირუსების გამო კლინიკებში მიმართვის მაჩვენებელი გაზრდილია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ძირითადად სამი რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. H1N1-ის, ანუ ე.წ. ღორის გრიპის გარდა გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიური და H3N2 ვირუსიც. განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს ბავშვები და ხანდაზმულები წარმოადგენენ. გახშირებულია ვირუსული ინფექციების ფილტვების ანთებით გართულების შემთხვევები. სეზონური ვირუსებით ინფიცირების მაჩვენებელმა მატება დეკემბრის ბოლოდან დაიწყო, თუმცა ბოლო წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მონაცემები შემცირებულია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახლა ქვეყანაში გავრცელებულ 20-მდე ვირუსზე ატარებს მონიტორინგს. მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაცია და ხალხმრავალ ადგილებში პირბადეების ტარებაა. 

მკვეთრად დაკლებულია „კოვიდ-19“-ის ომიკრონის შტამით ინფიცირების მაჩვენებელი. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან