კორონავირუსის შემთხვევები

13.09.2023

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები მომატებულია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ახალი შტამი შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, რის გამოც სტაციონარებში მიმართვიანობა არ გაზრდილა. კლინიკებში ძირითადად რისკჯგუფებში მყოფი პირები ხვდებიან. სამ-ოთხდღიანი მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი - ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რომელიც „კოვიდ 19“-ის ამ ვერსიას ახასიათებს.

საგანგაშო პროგნოზებს სპეციალისტები არ აკეთებენ, თუმცა, მოახლოებული სეზონური ვირუსების გათვალისწინებით, მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რამდენიმე თვეა აღარ აწარმოებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო