2008 წლის აგვისტოს ომს ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა


2008 წლის აგვისტოს ომს ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - მათ შორის იყო 169 ჯარისკაცი, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დასაცავად, რუს ოკუპანტებს სიცოცხლის ბოლო წუთამდე ებრძოდნენ. თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ერთ-ერთი მთავარი ადგილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო იყო, სადაც დილიდან როგორც აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ისე რიგითი მოქალაქეები და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ გმირი ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან