ამინდის გაუარესების გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა

08.02.2020 00:40

ამინდის გაუარესების გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა. ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-ე და 112-ე კილომეტრზე და ასევე ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მოძრაობა შეიზღუდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მცხეთიჯვარი-ზესტაფონის მონაკვეთზე, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: