ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

25.11.2021 06:35

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი არ იკლებს.

წინა დღეებთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ დღეს ისევ მოიმატა და 4 000-ს გადააჭარბა. რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადატვირთულია. განსაკუთრებით გაზრდილია ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ხუთი დღე რჩება მწვანე საშვების სისტემის ამოქმედებამდე. თუმცა კოვიდ-გადატანილთა მწვანე პასპორტის ვადებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგებსა და ხელისუფლებას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ექვსი თვე თუ უვადო პასპორტი - ექიმები საკოორდინაციო საბჭოს, განმეორებით ინფიცირების გახშირებულ შემთხვევებს ახსენებენ და კოვიდ-გადატანილი მოქალაქეებისთვის პასპორტის მოქმედების ვადის ექვს თვემდე შემცირებას ითხოვენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania