გაჩიანში მომხდარი ინციდენტი
სოფელ გაჩიანის მკვიდრებმა დღეს რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა გუშინ სასაფლაოზე მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს და პოლიციის მიერ დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი. ერთს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირის დაჭრას ედავება, ორს კი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. გაჩიანელების მტკიცებით, ინციდენტში მონაწილე პირი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა გაჩიანში მცხოვრებ ახალგაზრდებს, დაკავებული არ არის და წუხელ პოლიციამ სრულიად უდანაშაულო ორი ახალგაზრდა დააკავა, რომლებიც დაპირისპირებაში არ მონაწილეობდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ნარკორეალიზატორებსა და სოფლის მოსახლეობას შორის მოხდა, რომელთაც ნარკოტიკების გაყიდვის შეწყვეტა მოითხოვეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სამართალდამცველებმა გაჩიანში 3 მოქალაქის დაჭრის ბრალდებით 1...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გაჩიანში 3 მოქალაქის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს 25-...
TV4. ge
დაკავება გაჩიანში დაჭრის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ გაჩიანში (კარათაკლიაში) ნარკორეალიზატორი დააკავა
info rustavi
წამებისა და გაუპატიურების ფაქტი გაჩიანში 23- 08- 2017
TV4. ge
საქართველოში „კოვიდ-19“-ით კიდევ ერთი, მე-17 პაციენტი გარდაი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სისხლიანი გარჩევა გაჩიანის სასაფლაოსთან
TV IMEDI
სად არის გაჩიანის ტბები
My Crazy Hands