ვითარება რუსეთ-უკრაინის საზღვართან
„სულ ცოტა მოთმინება იქონიეთ, რამდენიმე დღე დაიცადეთ და რუსეთის ტერიტორიაზე ისევ გვიხილავთ“, – ეს განცხადება „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერმა, „უაით რექსის“ სახელით ცნობილმა დენის კაპუსტინმა განაცხადა. მან საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს, რუსეთის საზღვართან უკრაინის ტერიტორიაზე უპასუხა. მისი თქმით, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ოპერაციის გაფართოებას აპირებს, თუმცა, სამომავლო მოქმედების დეტალებზე არ უსაუბრია. შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მათ ბელგოროდზე თავდასხმისას ამერიკული ტანკები, - კაპუსტინმა უპასუხა, რომ კარგი იქნებოდა, მათ ამერიკული ტანკები ჰქონოდათ, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ არის. მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს ისინი დამოუკიდებლად იღებენ. რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებებს, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერის თქმით, ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში არიან და საჭიროების შემთხვევაში მათ ეხმარებიან. შეხვედრაზე ჟურნალისტებს ბელგოროდის ოლქში შეჭრისას ხელში ჩაგდებული ტექნიკა, კერძოდ, ჯავშანტრანსპორტიორი წარუდგინეს და განაცხადეს, რომ ჰყავთ ერთი ტყვე და რომ მათ რიგებში არიან დაჭრილები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ფორმულა 14:00 საათზე — 7 აგვისტო
უკრაინის საზღვართან ვითარება სულ უფრო იძაბება
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
დაძაბული ვითარება უკრაინის საზღვართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის მუქარა და NATO-საქართველოს ურთიერთობები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიპლომატია - გზა უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში - მხარდამჭერი განცხადებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster