წინასასამართლო სხდომა აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე
სოფელ აღაიანში შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა იმართება. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე და აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე მსჯელობენ. მოკლული ჩვილის ნათესავები ბრალდებულის დედას ადანაშაულებენ, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია შვილის გეგმაზე. მოკლული ჩვილის მამის ნათესავებმა საქართველოს პირველ არხს ის მოკლე ტექსტური შეტყობინება აჩვენეს, რომელიც ბრალდებულს მკვლელობის დღეს დედამ მიწერა. არასრულწლოვანის დედა გულო კილაძე კი აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ მან არაფერი იცოდა. პროცესის დაწყების წინ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულის ნათესავების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. შეგახსენებთ, 21 მაისს, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში შვიდი თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
წინასასამართლო სხდომა ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ბრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასასამართლო სხდომა გიორგი რურუას საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასასამართლო სხდომა ნიკა მელიას საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასასამართლო სხდომა 5-6 ივლისის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასასამართლო სხდომა ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე
GEORGIA zonanewsvideo
მერაბიშვილის წინასასამართლო სხდომა და თაკო სალაყაიას კომენტა...
TV IMEDI
თარაშ კანდელაკის საქმეზე გორში წინასასამართლო სხდომა ჩატარდა
Trialeti TV
მერაბ მორჩაძის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster