„ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი

26.08.2019 01:12

თბილისის საქალაქო სასამართლო „ჯი-ვი-პი-ს“ წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელს განიხილავს.

ორგანიზაცია წყლის მოხმარების შეუსაბამოდ მაღალი ღირებულების  - 1055 ლარის დაკისრებას და მარეგულირებელი კომპანიის მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაზე უარს ასაჩივრებს.

ადვოკატის თქმით, კომპანიამ 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით დავალიანება სრულად დაფარა, თუმცა სექტემბერში დავალიანებამ 1 000 ლარს მიაღწია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მარეგულირებელი კომპანიის მიერ უყურადღებობასა და გულგრილობაზეც საუბრობენ. ადმინისტრაციული კოლეგია გადაწყვეტილებას საქმეზე 6 სექტემბერს გამოაცხადებს.

„ჯი-ვი-პი-ში“ აცხადებენ, რომ ორგანიზაციას წლის საფასური მრიცხველის ჩვენების შესაბამისად დაერიცხა. მრიცხველი შემოწმდა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელმაც დაადასტურა, აღნიშნული მრიცხველის გამართულად ფუნქციონირება.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog