11 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - მცოცავი ოკუპაცია
2008 წლის ომიდან 11 წლისთავზე, მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. მორიგი სამიზნე გორის რაიონის სოფელი გუგუტიანთკარია, სადაც რუსმა სამხედროებმა ახალი ხელოვნური ბარიერების აღმართვა დაიწყეს. სოფლის განაპირას მიტანილია რკინის კონსტრუქციები, რომლებზეც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, როგორც წესი, რკინის ღობეებს ავლებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალ ბარიერს მიღმა უკვე მოექცა ორი სახლი. მოსახლეობა შიშობს, რომ უკანონო სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში მათი მიწის ნაკვეთებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ამ დროისთვის სოფელში სამუშაოები შეჩერებულია. რუსი სამხედროები დასახლებაში დღეს აღარ გამოჩენილან. ჯერ კიდევ გუშინ ადგილობრივებმა მათთან კომუნიკაცია სცადეს, თუმცა ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს. ფაქტს მკაცრად გმობს საგარეო უწყება და მიიჩნევს, რომ უკანონო სამუშაოები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ნეგატიურად აისახება. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია საერთაშორისო საზოგადოება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - განცხადებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
11 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
11 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
11 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - საიდუმლო ოპერაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster