14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოში რუსეთის შეჭრას და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. „ამ ომმა შეცვალა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი სამხრეთ კავკასიაში და მოიტანა უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი,“ - წერს ლატვიის საგარეო უწყება „ტვიტერზე“. სლოვაკეთის საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რუსეთი დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ. „14 წლის წინ ამ დღეს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღემდე ის აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ. სლოვაკეთი უარყოფს მსგავს ქცევას და თვლის არაკანონიერად, სახიფათოდ, უსარგებლოდ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში. აგვისტოს ომის 14 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომის საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგები დღემდე იგრძნობა. ჩვენ არ დავივიწყებთ, - ესტონეთი ადასტურებს მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ვკითხულობთ განცხადებაში. საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო, ის სოციალურ ქსელში განცხადებას წერს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
14 წელი რუსეთ საქართველოს ომიდან
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - საქართველოს ურყევ მხარდაჭ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მდუმარე პროტესტი თბილისის ცენტრში
Formula News
14 წელი აგვისტოს ომიდან - დაშვებული დროშები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster