ტრენერთა სასწავლო კურსი

11.08.2021 01:31

ცენტრალური საარჩევნო კომისიაში იმ ტრენერთა გადამზადება დაიწყო, რომლებიც მოგვიანებით ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ.

ღონისძიება ცესკო-ს თავმჯდომარემ და ცესკო-ს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა გახსნეს. ტრენინგის ფარგლებში 202 ტრენერი გადამზადდება. ისინი 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 63 ათასამდე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და საარჩევნო ადმინისტრატორებს მოამზადებენ. ტრენინგები 11 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდება. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ტრენერებს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გადატანა ქვემდგომ კომისიებში ზედმიწევნით მოუწევთ, რის საფუძველზეც გადამზადებული პირები ამომრჩევლებს მაღალი კომპეტენციის პირობებში მოემსახურებიან. ტრენინგები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით წარიმართება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog