შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები უკვე ორი დღეა, დავის საგანია. ბიზნესასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებებმა, შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ასოციაცია პროექტის ინიციატორებს რეგულირების გავლენის შეფასების ჩატარებასა და ეკონომიკურ დასაბუთებას სთხოვს, რომლის შედეგადაც, გამოჩნდება რა მიმართულებით არის საჭირო ცვლილებების გატარება.
დოკუმენტი, რომელიც ჯერ ინიცირებული არ არის, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის აკრძალვას, ზეგანაკვეთური შრომის მომატებული ტარიფით ანაზღაურებასა და სამსახურიდან ადამიანების უმიზეზოდ გათავისუფლების აკრძალვას ეხება. შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორი, დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კანონპროექტი რამდენიმე ადგილზე მუშაობას არ კრძალავს.
„არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება“, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ აჟიოტაჟი დაიწყო თემასთან დაკავშირებით, რომელიც, ჯერჯერობით, ინიცირებული არ არის.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.