განცხადება კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“

13.08.2020 03:27

მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე, „საქართველო და სამეზობლო“ განაცხადა. 

ელჩი კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელების მოსაზრებებს გამოეხმაურა და საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, როგორც კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგუნმა თქვა, საქართველოში აქტიური დემოკრატია და  დასავლეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის ვალდებულება აშშ-საქართველოს ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია. მისივე თქმით, ფაქტი, რომ საქართველო განიხილება რეგიონში ლიდერად, იმის დამსახურება და ნიშანია, რაც ქვეყანამ ვალდებულების შესრულებით მიიღო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub